saqarTvelos daculi teritoriebi - bunebis Zegli

 

ბუნების ძეგლი - დაცული ტერიტორიის ერთ-ერთი სახე, რომელსაც მინიჭებული აქვს სპეციალური სტატუსი. შეესაბამება IUCN III კატეგორიას.

ბუნების ძეგლი შეიძლება დაარსდეს ეროვნული მნიშვნელობის, შედარებით მცირე უნიკალური ბუნებრივი ტერიტორიებისა და იშვიათი ბუნებრივი და ბუნებრივ-კულტურული წარმონაქმნების დასაცავად.

ბუნების ძეგლი საჭიროებს ეროვნული მნიშვნელობის შედარებით მცირე ტერიტორიას, სადაც იშვიათი, უნიკალური და მაღალი ესთეტიკური მახასიათებლების მქონე კომპაქტური ეკოსისტემები, ცალკეული გეოგრაფიული და ჰიდროლოგიური წარმონაქმნები, მცენარეთა ცალკეული ეგზემპლარები, ცოცხალ ორგანიზმთა ნამარხი ობიექტებია წარმოდგენილი.

პირველი სამი ბუნების ძეგლი საქართველოში დაარსდა 2003 წელს - საერთო ფართობით 314.5 ჰა. ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე - ალაზნის ჭალის (204.4 ჰა), არწივის ხეობისა (100.4 ჰა) და ტახტი-თეფას (9.7 ჰა) ბუნების ძეგლები. დღეისათვის უკვე 41 ბუნების ძეგლს აქვს მინიჭებული სტატუსი, მათ შორის 3 ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე მდებარეობს, 5 ყაზბეგის ეროვნული პარკში, 19 კი იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შემადგენილობაშია. 2 ბუნების ძეგლი ალგეთის ეროვნული პარკის, თითო-თითო კი თბილისის, ფშავ-ხევსურეთისა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პაკების დაქვემდებარებაშია. დანარჩენი 9 ბუნების ძეგლი, რომლებიც დღესდღეობით არ იმყოფებიან დაცული ტერიტორიების სააგენტოს მართველობის ქვეშ წარმოდგენილი არიან სამეგრელოს რეგიონში მარტვილის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში.

ბუნების ძეგლი შეიძლება შედიოდეს ნებისმიერი დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში.

2014 წლის მდგომარეობით ბუნების ძეგლების საერთო ფართობი არის 2257,74 ჰა. 

საქართველოში 2010 წლის მონაცემებით საქართველოში 40 ბუნების ძეგლია: